მეშვიდე დღე

დღის წესრიგი:

  1. გამეორება;
  2. ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება;
  3. მუშაობა ბლოგში––HTML გაჯეტები;
  4. პროექტის გეგმაზე მუშაობა.

   საწყის ეტაპზე გავიმეორეთ წინა შეხვედრებზე შესწავლილი საკითხები, გადავხედეთ საკუთარ საქაღალდეებს და გავიხსენეთ სად რა დოკუმენტი გვაქვს შენახული. 


შემდეგ ტრენერი გვესაუბრა პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისას ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვანზე–ესაა ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება. 

    ვფიქრობ აღნიშნული საკითხი მეტად საყურადღებოა, რათა მოვახდინოთ თითოეული მათგანის ჩართვა პროექტზე მუშაობის პროცესში. ,,მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია სერიოზული მომზადება და დაგეგმვა. ყველა მოსწავლეს განსხვავებული და მათი დონის შესაბამისი გეზის მიცემა სჭირდება, რათა რისკზე წასვლისთვის მეტი გამბედაობა ჰქონდეს და სწავლისას თვითრეგულირება შეძლოს''–ვკითხულობთ ჩვენს გზამკვლევში.

 გავიხსენეთ გარდნერის ,,მრავალმხრივი ინტელექტის თეორია''. ტრენერმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია ამ საკითხზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მოსწავლეთა სხვადასხვაგვარი ინტელექტის გათვალისწინების აუცილებლობას. შევადგინეთ ბავშვებისთვის მისაცემი ინსტრუქციების ნიმუშები. 

  

      

 ვიმუშავეთ ბლოგზე. ვისწავლეთ HTML გაჯეტების დამატება.

      შემდეგ კი მივუბრუნდით პროექტის გეგმას და  დაწვრილებით გავწერეთ მთელი პროექტის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები. გეგმა თანდათან უფრო იხვეწება და დასრულებულ სახეს იღებს. ვფიქრობ, საინტერსო პროექტი უნდა გამომივიდეს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა INTEL-ს და პროფესიონალ ტრენერს :)


   

Комментариев нет:

Отправить комментарий