მეოთხე დღე
დღის წესრიგი:
- გამეორება;
- შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობა;
- დროში გაწერილი შეფასების გეგმა;
- პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
განვლილი მასალის გამეორების შემდეგ შევუდექით საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხის–შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობას. პროექტის შეფასება არის უწყვეტი პროცესი და მასში განმავითარებელი შეფასება უნდა ჭარბობდეს. ტრენერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დეტალური და ზუსტი შეფასება ეფექტური სწავლების აუცილებელი პირობაა. გვაჩვენა დროში გაწერილი შეფასების გეგმის მაგალითი, რომელიც შეიცავს შეფასების გამოყენებულ ფორმებს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობის დროს და პროექტის დასრულების შემდეგ. ეს კარგად დამეხმარა და იოლად შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმა ჩემი თემის ფარგლებში.
შემდეგ ტრენერი გვესაუბრა პროექტის პრეზენტაციის შესახებ. გზამკვლევიდან ჩამოვტვირთეთ პრეზენტაციის ნიმუშები, დავათვალიერეთ და გავაკეთეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაციის მონახაზი. მომდევნო ეტაპზე ვიმუშავეთ ბლოგზე. ტრენერმა ახსნა თუ როგორ ხდება დიზაინისა და სათაურის შეცვლა. ეს მე კარგად ვიცოდი, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად სიახლე იყო ბლოგის წაშლა და აღდგენა, რაც ტრენერის წყალობით შესანიშნავად ავითვისე.
Комментариев нет:
Отправить комментарий