მეექვსე დღე
დღის წესრიგი:
1) გამეორება;
2) მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში;
3) პროექტის გეგმის გადახედვა;
4) შეფასების რუბრიკები.
დღე, ტრადიციულად, გამეორებით დაიწყო. განვამტკიცეთ წინა დღეს შესწავლილი ბლოგზე მუშაობის უნარები. შემდეგ გზამკვლევიდან ჩამოვტვირთეთ პროექტების დაზიპული საქაღალდეები და ყურადღებით გავეცანით მათში განთავსებულ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშებს. ტრენერი გვესაუბრა იმაზე, თუ რა უნარები უნდა განუვითაროთ ბავშვებს, რათა შეძლონ საკუთარი ნაშრომის ეფექტურად წარმოჩენა. აგვიხსნა, რომ მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან პრეზენტაცია პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა მიზნით.
პროგრამა powerpoint-ში გავაკეთეთ ნიმუშები და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეებში.
ტრენინგის შემდეგი ეტაპი დაეთმო სასწავლო პროცედურების დაგეგმვას. გადავხედე პროექტის გეგმას, ვნახე ნიმუშებიც და კარგად გავიაზრე, როგორ უნდა გაიწეროს ის სასწავლო აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები ჩართულნი იქნებიან მთელი პროექტის განმავლობაში...
ამის შემდგომ შევუდექით შეფასების რუბრიკების განხილვას. გზამკვლევში ვნახეთ უამრავი რუბრიკის ნიმუში, გავარჩიეთ, ზოგიერთი ჩამოვტვირთეთ და შესაბამისი ცვლილებით მოვარგეთ ჩვენს პროექტს. ეს საუკეთესო მასალაა და, ვფიქრობ, ყველა პედაგოგს კარგ დახმარებას გაუწევს სასწავლო პროექტებზე მუშაობის შეფასებისას.
დღევანდელმა დღემ, სხვა დანარჩენის მსგავსად, საქმიან გარემოში ჩაიარა და საკმაო ცოდნა და უნარები შემძინა.
Комментариев нет:
Отправить комментарий