ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველი დღე უაღრესად საინტერესოდ წარიმართა. დავიწყეთ ურთიერთგაცნობით. ტრენერმა წარმოგვიდგინა საკუთარი თავი და მოგვცა საშუალება ჩვენც გავცნობოდით ერთმანეთს. ვისაუბრეთ იმის შესახებ, ვის რა გამოცდილება გვქონდა სასწავლო პროექტების კეთების კუთხით.
ტრენერი გვესაუბრა ტრენინგის მიზანზე, გაგვაცნო ინტელის ძირითადი სასწავლო კურსისა და გზამკვლევის შინაარსი. ვისწავლეთ,თუ როგორ ვისარგებლოთ აღნიშნული გზამკვლევით ისე რომ არ გაგვიჭირდეს მასში ორიენტირება.
შემდეგ გვასწავლა პროექტის საქაღალდის შექმნა. თვითოეულმა მსმენელმა ტრენერის დახმარებით შევქმნით ჩვენი საქაღალდე. გზამკვლევში ვნახეთ კურსის საჭირო რესურსები, რომლებსაც ყურადღებით გავეცანით, ჩამოვტვირთეთ და ახლად შექმნილ საქაღალდეში შევინახეთ . ეს არის მეტად საჭირო მასალა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გაუადვილებს პროექტებზე მუშაობას .განსაკუთრებით მომეწონა დოკუმენტი ,,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები",რომელის საფუძვლიანი გაცნობა და ცოდნა, ვფიქრობ, ყველა მასწავლებლისთვის აუცილებელია.
შემდეგ ეტაპზე ვნახეთ და განვიხილეთ გზამკვლევში მოცემული პროექტების რამოდენიმე ნიმუში. ეს გეგმებიც, ასევე,შესანიშნავი დამხმარე მასალაა პედაგოგთათვის. მათი მოშველიებით და საკუთარ პროექტზე მოდიფიცირებით, უფრო იოლად შევძლებთ პროექტების გეგმებზე მუშაობას.
შევქმენით საკუთარი ბლოგები, რომლის მისამართებიც გადავგზავნეთ ტრენერის ელექტრონულ ფოსტაზე. ყოველი სატრენინგო დღის შემდეგ აღნიშნულ ბლოგზე გავაკეთებთ გასული დღის რეფლექსიას.
ვფიქრობ, პირველმა დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. იმედს ვიტოვებ, რომ ასეთივე საინტერესო და პროდუქტიული იქნება ტრენინგის შემდგომი ეტაპებიც.
Комментариев нет:
Отправить комментарий