მერვე დღე

დღის წესრიგი:

  1. გამეორება;
  2. ფასილიტაციის რესურსის შექმნა;
  3. პორტფოლოის გადახედვა;
  4. პორტფოლიოს საქაღალდის ატვირთვა გუგლის საცავში. 
  5. მუშაობა ბლოგზე–სიის გაჯეტი.

   ეს მეცადინეობა მეტად მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ დავასრულეთ პორტფოლიოს საქაღალდეებზე მუშაობა. მშვენიერი ნაშრომი გამოვიდა. თუმცა ზოგიერთ საკითხში კორექტივებს აუცილებლად შევიტან. მივყვეთ თანმიმდევრობით:

    გამეორების შემდეგ ტრენერი გვესაუბრა ფასილიტაციის მნიშვნელობაზე. აგვიხსნა, თუ როგორ უნდა გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში. გზამკვლევში ვნახეთ სხვადასხვა პროგრამაში შესრულებული უამრავი ფასილიტაციის ნიმუში. შემდეგ ვიმუშავეთ და თავადაც შევქმენით. ჩემ მიერ დაგეგმილი პროექტის ერთ–ერთი აქტივობისთვის პროგრამა powerpoint-ში გავაკეთე პატარა სლაიდშოუ–მითითებები იმის შესახებ, თუ როგორ ჩაატარონ გამოკითხვა ჩემმა მოსწავლეებმა. ვფიქრობ, პირველ ჯერზე ურიგო არ გამომივიდა. მსგავსი ინსტრუქციები შესანიშნავ დახმარებას გაუწევს ბავშვებს და პროექტზე მუშაობის პროცესში  გეზს მისცემს.  ჩემი ნამუშევარი შევინახე  პროექტის საქაღალდეში, რის შემდეგად დაკვირვებით გადავხედეთ პორტფოლიოს, გავწმინდეთ არასაჭირო ფაილებისგან და დასრულებული სახით ავტვირთეთ გუგლის საცავში. 



    

    მანამდე ტრენერი გვესაუბრა ღრუბლოვანი საცავების რაობაზე. აგვიხსნა, ეს რამდენად კარგი საშუალებაა სხვადასხვა ტიპის ფაილების,დოკუმენტების და სხვ. შესანახად. გაგვაცნო გუგლდრაივის შესაძლობლებები და გვასწავლა, როგორ აგვეტვირთა მასალა დრაივზე.

          მიუხედავდ იმისა, რომ მე ინტერნეტ საცავების აქტიური მომხმარებელი ვარ, რამოდენიმე ძალზე საჭირო მითითება სიახლე იყო, კარგად გავერკვიე და აქტიურადაც გამოვიყენებ. 

          დრაივზე ატვირთული პორტფოლიო ბლოგზე მივაბით. ვისწავლეთ სიის გაჯეტების დამატება, რაც ძალზე მოსახერხებელია, რათა ბლოგზე მუშაობის დროს ყველა საჭირო რესურსი ხელთ გქონდეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий