მიიწურა INTEL-ის ძირათადი სასწავლო კურსის ბოლო, უაღრესად საინტერესო დღე.
დღის წესრიგი:
- გამეორება:
- პროექტების პრეზენტაცია;
- მუშაობა ბლოგზე-ვიდეოსა და ალბომის ჩასმა;
- ტრენინგის შეფასება.
გამეორების შემდეგ დავიწყეთ პროექტების პრეზენტაცია. კურსის ყველა მსმენელმა წარმოადგინა საკუთარი პროექტი, ისაუბრა მის შინაარსზე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე. ერთმანეთის იდეების გაზიარება ძალზე საინტერესო იყო. მომეწონა თვითოეული მონაწილის პროექტის მონახაზი, მივხვდი, უკვე როგორ დაგვეხმარა ეს ტრენინგკურსი. ,,ბევრ რამეში გავერკვიეთ, უამრავ ბუნდოვან საკითხს ნათელი მოეფინა''-აღნიშნა ყველა მსმენელმა ერთხმად.
ამის შემდგომ ვიმუშავეთ ბლოგზე. ტრენერმა აგვიხსნა, როგორ ხდება ვიდეოს და picasa ალბომის ატვირთვა. ეს შესანიშნავი საშუალებაა ბლოგზე დიდი მოცულობის ფოტო მასალის გამოსაქვეყნებლად. ძალიან მომეწონა. აუცილებლად შევიტან კორექტივებს ჩემს პროფესიულ პორტფოლიოში და ფოტოებს picasa ალბომის საშუალებით გამოვაქვეყნებ მასზე.
ვისწავლეთ როგორ გავაკეთოთ და გამოვიყენოთ ჰიპერბმულები, რაც ძალზე მოსახერხებელია, იმ თვალსაზრისით, რომ პრეზენტაციისას ( და არა მარტო) ყველა საჭირო დოკუმენტი ადვილად მისაწვდომი იყოს.
ასე დამთავრდა INTEL-ის ძირითადი სასწავლო კურსი ,,პროექტული სწავლება''–უაღრესად საჭირო, საინტერესო და სრულყოფილი. მისი წყალობით მივიღე ისეთი ცოდნა და უნარები, რომელიც აუცილებლად დამეხმარება პროფესიულ საქმიანობაში, დავგეგმავ და განვახორციელებ ყოველმხრივ სრულფასოვან პროექტებს.
უღრმესი მადლობა ამ ტრენინგმოდულის ავტორებს, ორგანიზატორებს და ჩვენს საუკეთესო ტრენერს, ქ–ნ ქეთი ცერაძეს.

Комментариев нет:
Отправить комментарий