მესამე დღე
გასული შაბათ–კვირის შემდეგ ერთი სული მქონდა კვლავ როდის დადგებოდა კვირის ბოლო... ძალიან მომწონს კურსი, რომელსაც გავდივარ...
დღევანდელი დღის წესრიგი:
1) გამეორება;
2) პროექტის გეგმაზე მუშაობა;
- მიმართულების მიმცემი კითხვები.
ეს დღეც დავიწყეთ გავლილი მასალის გამეორებით, რაც ემსახურება შესწავლილის გახსენებასა და განმტკიცებას. გავხსენით ჩვენი საქაღალდეები და გადავხედეთ ქვესაქაღალდეებში არსებულ რესურსებს...ტრენერმა უპასუხა ჩვენს კითხვებს, რომლებიც გვქონდა წინა მასალასთან დაკავშირებით.
გავხსენით პროექტის გეგმის შაბლონი და დავიწყეთ მასზე მუშაობა. ტრენერმა მკაფიოდ, გასაგებად აგვიხსნა, თუ როგორ ხდება სტანდარტის დადგენა, მოგვცა რჩევები სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული მიზნების განსაზღვრისათვის. ეს არის საკითხები, რომელიც არაერთ პედაგოგს, და მათ შორის მეც, აქამდე ხშირად გაგვჭირვებია. თუმცა ეხლა, განმარტებებისა და იმ დამხმარე დოკუმენტების წყალობით, რომლებიც გზამკვლევიდან ჩამოვტვირთეთ, უკვე ყველაფერი გაცილებით იოლი მეჩვენება. ადვილად დავადგინეთ სტანდარტი და მიზნებიც ნათლად გავწერეთ.
შემდეგ ტრენერმა გვასწავლა როგორ ხდება მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
ვისწავლეთ, როგორ ჩავსვათ სურათი ბლოგზე...გავაკეთეთ დღევანდელი დღის რეფლექსია.
ძალიან მომეწონა თქვენი ბლოგი. საინტერესოდ გაქვთ გაკეთებული.
ОтветитьУдалитьწარმატებებს გისურვებთ.