წინამდებარე ბლოგი შეიქმნა INTEL-ის სასწავლო კურსის რეფლექსიისთვის. ეს არის ტრენინგი, რომელზე დასწრებაც მთელი გულით მსურდა.
აღნიშნული კურსის მიზანია:
- მასწავლებლებმა შევისწავლოთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტების შექმნა;
- განვსაზღვროთ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო;
- ვიმუშაოთ სასწავლო პროექტის გეგმაზე.
კურსის მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, დამეთანხმებით, რომ მისი მოსმენა არც ერთ პედაგოგს არ აწყენდა. 21–ე საუკუნის სასწავლო პროცესი წარმოუდგენელია ტექნოლოგიებისა და ციფრული რესურსების გარეშე. პროექტული სწავლება კი ყველა საფეხურზე საკმაოდ შედეგიანია. ეს არის მრავალმხრივი სამუშაო, რომელიც ხელს უწყობს როგორც ქვედა, ასევე ზედა დონის სააზროვნო უნარების განვითარებას. ასე, რომ ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, უდავოდ, დიდმნიშვნელოვანია თანამედროვე განათლებაში.
შესაძლოა, ამ ტრენინგების შინაარსიდან გამომდინარე ზოგი რამ ჩემთვის უცხო არ არის, თუმცა ახალი და სინტერესოც მრავლადაა.
უღრმესი მადლობა ტრენერს, ქ–ნ ქეთი ცერაძეს, რომლის გულისხმიერების წყალობით მოვხვდი აღნიშნულ ტრენინგზე. ქეთის მსმენელი მე ადრეც ვყოფილვარ, შესანიშნავად ვიცი ამ ტრენერის კვალიფიციურობისა და პროფესიონალიზმის შესახებ, სწორედ ამიტომ მიხარია, რომ კვლავ მეძლევა შანსი, მისი დახმარებით დავეუფლო ახალ უნარებს. წარმატებებს ვუსურვებ ქ–ნ ქეთის, საკუთარ თავს და კურსის ყველა მსმენელს.
გაქვთ ბლოგის ლამაზი გაფორმება,გისურვებთ წარმატებას
ОтветитьУдалитьგმადლობთ, ინგა, წარმატებები თქვენც.
ОтветитьУдалитьგილოცავ, ყველაფერი არაჩვეულებრივად გაქვს ერთმანეთტან დაკავშირებული, რაც კი გისწავლია. და ჩვენც გვასწავლი, როგორ უნდა მოვუყაროთ თავი ყველაფერს ერთად. დიდი მადლობა. წარმატებები.
ОтветитьУдалить