1) გამეორება;
2) საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურა;
3) კომენტარები ბლოგზე;
4) მოსწავლის ბლოგის ნიმუში;
5) ბლოგის გაჯეტები.
განვლილი მასალის გამეორების შემდეგ ტრენერი გვესაუბრა საავტორო უფლებების შესახებ. აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მათი დაცვა და გამოყენებული მასალის (წყაროს) დაფიქსირება. ხაზი გაუსვა ბავშვებისთვის ამისი
სწავლების აუცილებლობას. მოსწავლეები დასაწყისშივე უნდა მიეჩვივნენ საავტორო უფლებების დაცვას და მოერიდონ პლაგიატს.
გზამკვლევიდან ჩამოვტვირთეთ ორი დოკუმენტი. მათ შორის ერთ–ერთზე ,,გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი"–ვისწავლეთ, როგორ უნდა გავაკეთოთ იმ მასალის ჩამონათვალი, რომელსაც გამოვიყენებთ მუშაობის პროცესში.
ტრენინგის შემდგომი ეტაპი მთლიანად დაეთმო ბლოგზე მუშაობას. შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში. ვისწავლეთ კომენტარების დატოვება. აგრეთვე, სახვადასხვა სახის გაჯეტების( სურათის გაჯეტი, გამოკითხვის გაჯეტი) დამატება, წაშლა, რედაქტირება. ვისწავლეთ, როგორ უნდა შევქმნათ გვერდები ბლოგზე და როგორ დავაყენოთ გვერდების გაჯეტები.
ვფიქრობ, ეს იყო მეტად საინტერსო დღე დამწყები ბლოგერებისთვის. და, რა თქმა უნდა ჩემთვის...მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე კარგად ვიცი, სიამოვნებით ვისმენდი პროფესიონალი ტრენერის სწავლებას და კიდევ ერთხელ მონდომებით ვასრულებდი მის ინსტრუქციებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий